პროექტის გეგმა


 

პროექტის სახელწოდება

 

დედამიწის მცველები

 

პროექტში მონაწილეები

 

 

სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის №62 და №133 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები

 

პრობლემის აქტუალობა

 

 გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.

გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არამარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ადამიანების მიერ გარებოს დანაგვიანებით. ერთ-ერთყველაზე ძნელა დგადასაჭრელ პრობლემა სწარმოადგენს დანაგვიანებით გამოწვეული გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ წყლის დაბინძურებით გამოწვეულ ზიანზე

სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი, პედაგოგების მიზანია მომავალ თაობას ადრეული ასაკიდანვე მოვუწოდოთ გარემოს დაცვისაკენ, რათა მოხდეს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, მოსწავლეებში ჩამოყალიბდეს   გარემოზე ზრუნვის, მოვლის და გაფრთხილების უნარები.

 

პროექტის მიზანი

 

 მოსწავლეების/მასწავლებლების/თემის ცნობიერების ამაღლაბე, მათი ინფორმირება უფლება-მოვალეობების შესახებ.  ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება

მოსწავლეები გაეცნონ მდგრადი განვითარების მიზნებს

• გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა

• დაიწყონ მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში

• წყლის თვისებებსა და მნიშვნელობას

• წყლის რესურსებს და მათ განაწილებას

• გააცნობიერონ წყლის დაზოგვითი გამოყენების მნიშვნელობა და წყლის დაბინძურებისგან დაცვის აუცილებლობა.

• ნარჩენების მიერ გამოწვეულ პრობლემებს;

• ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობას;

• ნარჩენების მართვის საკითხს როგორც გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას მსოფლიოში;

• ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს.

საბაზისო უნარ-ჩვევების განვითრება:

•           პრეზენტაციის უნარი;

•           წერისა და კითხვის უნარი

•           კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები

•           ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები   

 

მოსალოდნელი შედეგები

 

იმსჯელონ მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე;

• განასხვაონ განახლებადი და არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსები;

• იმსჯელონ ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების გზებსა და მნიშვნელობაზე;

• ახსნან, რა არის გლობალური პრობლემები და იმსჯელონ მათი მოგვარების გზებზე;

• გამოთქვან აზრი, როგორ პლანეტასა და სამყაროში სურთ ცხოვრება;

• მარტივი ცდების ჩატარებას და მათი საშუალებით წყლის თვისებების შესწავლას;

• წყლის ბრუნვის მოდელირებას;

• წყლისა და ენერგიის დაზოგვითი ღონისძიებების გატარებას და მათ პროპაგანდას (ოჯახში, მეგობრებთან, სკოლაში, თემში…)

• ნარჩენების შემცირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას;

• ნარჩენებისგან ახალი ნივთების დამზადებას;

• ნარჩენების მართვის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

 

მიზნობრივი ჯგუფი

 

სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის №62 და ქალაქ თბილისის  №133 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და თემის წარმომადგენლები.

პროექტის  ვადები

1 მარტი - 5 ივნისი 2023 წელი

 

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები/აქტივობები

 

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში - მდგრადი განვითარების კონცეფცია (I წიგნი)

აქტივობა 1.

        მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს

        გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა

        დაიწყონ მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში

თემის გავლის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ ისაუბრონ  შემდეგ საკითხებზე:

  რა არის მდგრადი განვითარება;

• რა არის მდგრადი განვითარების მიზნები;

• რა მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნებს;

• რა გზები და საშუალებებია საჭირო მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;

• რა სახის ბუნებრივი რესურსები არსებობს;

• რატომ უნდა გამოვიყენოთ განახლებადი ბუნებრივი რესურსები;

• რატომაა საჭირო და აუცილებელი ბუნებრივი რესურსების დაცვა და მათი რაციონალური

გამოყენება;

• რა საფრთხეებს ქმნის ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარება.

მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს  სადაც უნდა ჩაწერონ განახლებადი და არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსები.

ბუნებრივი რესურსები

განახლებადი

არაგანახლებადი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 2.

სიტუაციური ამოცანა

წარმოიდგინეთ, რომ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც არც ნავთობია, არც ქვანახშირი და არც ბუნებრივი აირი მოიპოვება, რომ სახლი გაათბო და საჭმელი მოამზადო.

აღნიშნულ კითხვევს დაბეჭდილი სახით ვურიგებ წინასწარ და იწყებენ მუშაობას ჯგუფებში:

        რომელ ბუნებრივ რესურსს გამოიყენებთ ამ სიტუაციაში?

        როგორია ეს რესურსი და სად მოიპოვება? დახატეთ ეს რესურსი.

        რა საფრთხე დაემუქრება ამ რესურსს, თუ მის მოხმარებას ყველა თქვენს მსგავსად გადაწყვეტს?

        როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ ამ რესურსს მოიხმართ, სხვას რაიმე ხომ არ აკლდება ან

        უშავდება?

        მათი მოპოვებისა და მოხმარების შედეგად შეიცვლება თუ არა გარემო და როგორ?

        როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ბუნებრივი რესურსი არ ამოიწუროს?

სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ პასუხებს. იმართება მცირე

დისკუსია.

თამაშები მდგრადი განვითარების მიზნებზე

პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს ვაჩვენებ ფოტოებს, ამის შემდეგ დაფაზე ვაკრავ მდგრადი განვითარების მიზნებს და ვთხოვ სურათები თავისი შინაარსით დააკავშირონ მდგრადი განვითარების შესაბამის მიზნებთან.

მუყაოსგან წინასწარ დამზადებულ დომინოს სათამაშო ბარათები არეულად დავალაგე მაგიდაზე. მოსწავლეებმა სათითაოდ აიღეს ბარათები და მოძებნეს მეწყვილე. წუვილებში დაიწყეს მსჯელობა თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ კონკრეტულ მიზანზე.

აქტივობა 3.

სახლში სამუშაო:

სახლში შევიდნენ ინტერნეტში მისამართზე www.bookwidgets.com  და ივარჯიშონ მდგრადი განვითარების მიზნების თავსატეხის აწყობაზე. აწყობის პროცესში ყურადღება მიაქციონ და შეძლებისდაგვარად დაიმახსოვრონ თითოეული მიზნის შესაბამისი ნიშანი.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში - წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა (III  წიგნი)

აქტივობა 4.

წყლის წრებრუნვა: მოსწავლეებს შევაქმნევინე ანიმაციური პროექტი  წყლის ბრუნვა ბუნებაში https://scratch.mit.edu/ პროგრამაში. https://scratch.mit.edu/projects/821968395

ვისაუბრეთ წყლის დაბინძურებაზე (მოსწავლეებმა ვესაუბრე, რომ შექმნეს რობოტი თევზი რომელიც ზღვებიდან და ოკიანეებიდან დაბინძურებურ ნივთებს ამოიტანს) და როგორ შეიძლება დავზოგოთ წყლის მოხმარება.

თემის გავლის შემდეგ:

        მოსწავლეები შეძლებენ მარტივი ცდების ჩატარებას და მათი საშუალებით წყლის თვისებების შესწავლას;

         წყლის ბრუნვის მოდელირებას;

         წყლისა და ენერგიის დაზოგვითი ღონისძიებების გატარებას და მათ პროპაგანდას (ოჯახში, მეგობრებთან, სკოლაში, თემში…)

მოსწავლეები წინასწარ დარიგებულ ბარათებზე დაწერეს  წყლის დაბინძურების მიზეზები. გაიმართა დისკუსია და დიაგრამის სახით წარმოვადგინეთ დაბინძურების ხარისხი.

აქტივობა 5.

მოსწავლეები წყვილებში აკეთებენ ჩანაწერს რეკომენდაცია წყლის დაზოგვისა და დაცვის შესახებ.

წყლის დაზოგვა

წყლის დაცვა

 

 

 

 

ყურადღება გავამახვილებინე წვეთოვანი მორწყვის დადებით მხარეზე, ვესაუვრე თუ რატომ არის უოპირატესი წვეთოვანი სისტემის გამოყენება.

გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში - ნარჩენების მართვა  (V წიგნი)

აქტივობა 6.

ჯგუფებმა ბარათებზე მოცემული სურათები უნდა დააკავშირონ შესაბამის ნაგვის ურნასთან ანუ დაახარისხონ ნარჩენები. https://technologymaia.blogspot.com/2023/01/2.html

 

ნარჩენების სახეები

1

№2

№3

№4

№4

 

 

 

 

 

 

 





მოსწავლეებს ვურიგებ დაკვირვების ცხრილს სადაც აკეთებენ ჩანაწერს:

ნარჩენი

დაშლის სავარაუდო დრო

დაშლის რეალური დრო

ქაღალდის ხელსახოცი

 

 

ბანანის ქერქი

 

 

ქარალდის პარკი

 

 

გაზეთი

 

 

ვაშლის ნარჩენი

 

 

ფორთოხლის ქერქი

 

 

შალის წინდა

 

 

რძის ქაღალდის ყუთი

 

 

სიგარეტის ნამწვი

 

 

ტყავის ფეხსაცმელი

 

 

პენოპლასტის ჭიქა

 

 

რეზინის საბურავ

 

 

ალუმინის ქილ

 

 

ბავშვის ერთჯერადი საფენ

 

 

პლასტმასის ბოთლ

 

 

პოლიეთილენის პარკ

 

 

მინ

 

 

 

ბოლოს ასრულებენ კომიქსს გაბრაზებული დედამიწა.

18 მარტს  ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეს მოსწავლეება მაკულატურისგან დაამზადეს ახალი ქაღალდი და მისცეს ახალი სიცოცხლე. რისგანაც დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები. https://photos.app.goo.gl/KYjDYMA956H3hBFMA

 

რესურსი

       თაბახის ფურცლები

       მაკულატურა

       კალმები

       ბუკლეტები

       ცნობარები

       კითხვარები

       სლაიდები

       მოკლე ვიდეოები

       ინტერნეტ რესურსები

       ფორმატი

       მარკერები

       რეზინის ხელთთმნები, ჰიგიენირი ერთჯერადი ხალათები, პირბადეები.

       გარემოს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი

       პლასტმასის ბოთლები

       ნერგები

       ურნები (ფერების მიხედვიტ)

შეფასება

 

 

 

 

       მოსწავლეთა საჭიროების დასადგენათ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს შევავსებბინე ვმვ სქემა.

       დავადგინე რა იცოდნენ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე და რისი შესწავლა სურდათ.

 

       პროექტის გეგმა დამეხმარება შევამოწმო მოსწავლეთა მუშაობის თანმიმდევრობა, ხოლო მოსწავლეებს დაეხმარება ისწავლონ დამოუკიდებელი დაგეგმა, დროის რეგულირება და პასუხისმგებლობა.

       ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა ჯგუფებში გადანაწილებას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. (აქტიურად ვიტენებდი padlet-ის დაფას)

       პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

       საბოლოო შეფასების გასაკეთებლად გამოვიყენებთ შეფასების რუბრიკებს, რომელიც თანდართული იქნება გეგმასთან

 

 

No comments:

Post a Comment